"ისტორიული მნიშვნელობის, გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ოღონდ ეს ხელისუფლება გაჩერდეს"
მესიჯი იქნება - თუ რეკომენდაციებს არ ასრულებ, ჯანდაბას, შეიძლება თვალი დავხუჭოთ და სტატუსი ავანსადაც მოგცეთ, მაგრამ საშინელებებს ნუ სჩადიხართ - ნუ უცხადებ პრეზიდენტს იმპიჩმენტს ევროპაში ვიზიტის გამო, ნუ იღებენ „აგენტების შესახებ" კანონს, ნუ გაქვთ ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკა, ანტიუკრაინული განწყობა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
გოცირიძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს არ სურს საქართველო გაწიროს, პრორუსული ხელისუფლების გამო ევროინტეგრაციის გზას ჩამოსცილდეს და კიდევ უფრო მეტად დაშორდეს უკრაინასა და მოლდოვას.
„თუ რეკომენდაციებს არ ასრულებენ და ითქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული, საქმეს მაინც ნუ გააფუჭებენ - გაჩერდნენ!
ისტორიული მნიშვნელობის, გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ოღონდ ეს ხელისუფლება გაჩერდეს. ეს იქნება ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე