"ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ" - ჯოზეფ ბორელი
კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და საქართველოს ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ უფლება.
ამასთან, ბორელის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და მხარს უჭერს ქვეყანას ევროკავშირის გზაზე.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის.. და ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტია თქვენი მომავლისთვის, ვინაიდან, რამდენიმე კვირაში, ევროკავშირი ევროკავშირისკენ საქართველოს გზასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს და პირველად ისტორიაში საქართველოს შესხებ, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყანაზე, ანგარიშს წარადგენს.
და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა ძალიან ნათელი ვიყო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე - კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ...
მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ასევე, სერიოზული ვალდებულებაა. და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს ავტომატურად შეიძლება უფლება ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი”, - განაცხადა ბორელმა.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი