"იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს წარედგინება" - ირაკლი კობახიძე
პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა, დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და სასამართლო ამ თემასთან დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი.
„ამის რეაგირების გარეშე დატოვება მმართველი გუნდის მხრიდან უბრალოდ არ შეიძლებოდა. ეს ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა იქნებოდა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ. შესაბამისად, დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით.
პრინციპში, სამსჯელო არც არაფერია. იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა, რომ მარტივად სჭირდება ამას უბრალოდ დადასტურება და მეტი არაფერი. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"