"მოლოდინი გვაქვს, ევროკავშირი დაფიქრდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები "- შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს - ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები - სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება გზავნილი არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოს კეთილმოსურნე არ არის.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჯოზეფ ბორელის ვიზიტი, სადაც, გარდა იმისა, რომ იყო პოლიტიკურად მაღალ დონეზე შეხვედრები, ასევე იყო ტექნიკური ხასიათის შეხვედრები. ჩვენ გვქონდა, მათ შორის, რეკომენდაციებზე საუბარი, მნიშვნელოვანი იდეები გავცვალეთ თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის. საქართველოს პარლამენტი აპირებს ამ საკითხებზე მსჯელობას. მეორეს მხრივ, ველოდებით რომ იყოს ჩვენი საქმიანობის შეფასება. ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს - ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ სამივე ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებსა და სხვა ასეთ საკითხებზე. სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი არამხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ გზავნილი მათთვის, ვინც საქართველოს კეთილმოსურნე არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გააცნობიეროს თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ჯერზე მაინც, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის