"აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა, იმედი მაქვს, ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის"- ირაკლი კობახიძე
ცდილობენ გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა.
„იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ავრცელებს ამ დეზინფორმაციას, მაგრამ მათ გასცა პასუხი საელჩომ და რეალურად ამხილა ისინი ტყუილში. მადლობა ამისთვის ამერიკის საელჩოს“, – განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს