"როცა კონკრეტულ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი"- კახა კალაძე
როდესაც კონკრეტულ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი,- ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგი ევროპარლამენტარი, შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი მზად არის თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, ოღონდ სწორი ფორმებით და არა „თავში წამორტყმით და შეურაცხყოფით“.
„ჩვენი მხრიდან ყველას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა, რაც მნიშვნელოვანია. თეთრზე რომ გვეუბნებიან შავიაო და კონკრეტულ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და არ უნდა შეიყარო ნაცარი, როდესაც მართალი ხარ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როდესაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგი ევროპარლამენტარი, შეურაცხმყოფელია. თავმოყვარე ხალხი ვართ ჩვენ, შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ, რითაც ვამაყობთ. პარტნიორობა იქნება, მეგობრობა, თუ თანამშრომლობა, ეს გვინდა სწორი ფორმებით და არა იმით, რომ ვიღაცამ თავში წამორტყმით და შეურაცხყოფით გააკეთოს.
შეურაცხმყოფელია თუ არა ის, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საპირწონედ აყენებენ კრიმინალ სააკაშვილის საკითხს?! ასეთი თემებია, რაც ძალიან ცუდია და შესაბამისი პასუხი სჭირდება, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირი უნდა იყოს“,- აღნიშნა კალაძემ.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი