"აზერბაიჯანი დე იურე თავის ტერიტორიაზე მოქმედებს"- დიმიტრი პესკოვი
აზერბაიჯანი დე იურე თავის ტერიტორიაზე მოქმედებს, რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენელი გამოეხმაურა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებას, რომელმაც რუსი სამშვიდობოები ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
„ამგვარი ბრალდებები ჩვენი მისამართით აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი არაფერს ემყარება. ამის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ კონტაქტებს სომხურ მხარესთან. სომხეთი იყო და რჩება ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირედ, პარტნიორად, ჩვენთვის ახლობელ ქვეყნად. ასევე, ვაგრძელებთ კონტაქტებს აზერბაიჯანთან. ის ასევე არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კონტაქტებს ყარაბაღში სომხებთანაც“, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივნის თქმით, სომხურმა მხარემ აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად.
„მოცმეულ მომენტში ამან არსებითად შეცვალა რიგი დებულებები და ჩვენ არ ვიღებთ ასეთ საყვედურებს ჩვენი მისამართით, მით უმეტეს, რომ არის სომხური მხარის გადაწყვეტილება ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შესახებ. დე იურე ახლა საუბარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ თავის ტერიტორიაზე მოქმედებებზე. ჩვენი სამხედროები არ არიან დაკავებული სქოლასტიკით, ისინი ასრულებენ კონკრეტულ საქმეს, მშვიდობისმყოფელების როლს, ეხმარებიან საშიში ზონებიდან სამოქალაქო მოსახლეობას ევაკუაციაში, უმთავრესად, ბავშვებს. ეს სამუშაო გრძელდება დღისით და ღამით. ძალისხმევა გრძელდება“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
სიახლეები
- კარტოფილის ღვეზელი
- “ზურა გირჩის პარტიის წევრმა ხომ აღიარა, რომ დიახ, ჩვენ რევოლუციას ვამზადებთო? – რასაც ჩვენ ვამბობდით და რასაც უარყოფდნენ ეს მავნებლები” – ირაკლი ზარქუა
- ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ცენტრიფუგების ქარხანა დაბომბეს
- “ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
- “ჩოჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, გიორგი გახარიამ საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში” - ირაკლი კობახიძე