"სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის" - ირაკლი ღარიბაშვილი
გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას.
“სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი
- "სუს-ის მიერ „ფასების შემოწმება“ სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის, როგორც მაფიის ბოსის მიერ ყველას დაშინების ტაქტიკა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
- 24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 იანვრისთვის