"იმპიჩმენტი „ქართული ოცნების“ მასკარადია, რომელიც მიზნად ისახავს, არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი"- სალომე სამადაშვილი
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს არის საქართველო.
სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტთან ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანა არის რუსული ხელისუფლების შეცვლა.
„ვისაუბრე იმ გამოწვევებზეც, რომელიც გვაქვს, მათ შორის, არა მხოლოდ ევროკავშირის დღის წესრიგის თვალსაზრისით, არამედ იმ პასუხით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გასცა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, რომელმაც ფარცხალაძე დაასანქცირა; საფრთხეზე, რომელიც ქვეყანას ამ პასუხით შეექმნა. ვისაუბრე აუცილებლობაზე, რომ ნათელი გავხადოთ, რომ რუსეთის ჯაშუშები გადაიხდიან ფასს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობისთვის. ასევე საუბარი მქონდა, რომ ის ხალხი, ვინც იბრძვის და იბრძოლა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის დასაცავად, არ უნდა ხდებოდეს „ქართული ოცნების“ რუსული დავალებებისა და შურისძიების სამიზნე. ამ კონტექსტში ჩემი მხრიდან ნახსენები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეც. ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ მიერ შურისძიების მიზნით არის დაპატიმრებული. ასევე საუბარი მქონდა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა დღეს ეს არის რუსეთის დავალება „ქართული ოცნებისთვის“ და რა შეიძლება, გააკეთოს ჩვენმა საზოგადოებამ იმისათვის, რომ ამ დავალების შესრულებაში „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალოს.
იმპიჩმენტზე ნაკლებად ვისაუბრეთ. ყველას ესმის, რომ იმპიჩმენტი „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული მასკარადია, რომელიც მიზნად ისახავს, არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. იმპიჩმენტის პროცედურის წარმატებით დასრულება ნიშნავს, რომ შეუძლებელი გახადონ ევროკავშირისთვის, საქართველოს საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. საქართველოს პრეზიდენტის მოტივაცია დღეს არის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შანსი, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“