"სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება" - შალვა პაპუაშვილი
მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება - მისი ყველა აქტიურობა არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილმა ასე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, რომ „უახლოეს კვირებში და თვეებში მის აქტიურ ქმედებებს ყველა დაინახავს“.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, როგორც ორგანიზატორი საქართველოში არეულობისა, რომელიც ამავე დროს ბრალდებულია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ორგანიზატორი. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ - ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე