საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტი ავრცელებს.
„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
თამარ ჩუგოშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია, ხოლო მაია კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო. ის ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე