„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი რეპრესიებისა და თავისუფალი მედიის დევნის საშუალებას ქმნის" - რომან გოცირიძე
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ქმნის რეპრესიებისა და თავისუფალი მედიის დევნის საშუალებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არგუმენტი ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების იმ ფორმით მიღება, როგორც ეს მოხდა, ევროკავშირის მოთხოვნაა.
„მაუწყებლის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს და ვნახავთ, როგორ წავა პროცესები. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თითქოს იყო ევროსაბჭოს მოთხოვნა, ვერავითარი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ქვეყანაში, სადაც არსებობს შერჩევითი სამართალი, როცა ერთი და იგივე მოვლენა ხელისუფლების მხარდამჭერი მედიისთვის სხვანაირად და კრიტიკული მედიისთვის სხვანაირად, ეს ქმნის რეპრესიებისა და თავისუფალი მედიის დევნის საშუალებას, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ამ კანონის მიზანი არის დამოუკიდებელი მედიის დასჯის დამატებითი მექანიზმების, მათ შორის, ფინანსური ბერკეტების ამოქმედება დაუშვებელია!“ - განაცხადა გოცირიძემ.
„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია. კანონის პროექტი საბოლოო - მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს