"არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი" - კახა კალაძე
ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული, მთელი რიგი ცვლილებები არის განხორციელებული. მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების ყველანაირი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას სტატუსი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირიქით, მგონია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმიტომ, რომ რეალურად, მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ რეფორმები განხორციელებულიყო და ქვეყანას სტატუსი მიეღო“, - განამარტა კალაძემ.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი