"ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკურად არაჯანსაღად იცხოვრა და ახლა პოლიტიკური სიმსივნე დაემართა" - გურამ მაჭარაშვილი
„ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკურად არაჯანსაღად იცხოვრა და ახლა პოლიტიკური სიმსივნე დაემართა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „პოლიტიკური სიმსივნის სათავე არის „ვივამედსა“ და კვიპროსში“.
„რაც შეეხება მეტასტაზებს, მელია დაამარცხებს ხაბეიშვილს თუ პირიქით, მერე გამოჩნდება იქ, ვთქვათ, გვარამია თუ სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პოლიტიკური სიმსივნის სათავე რაც არის, „ვივამედში“ და შემდგომ – კვიპროსში, ეს ყოველთვის წარმოშობს მეტასტაზებს. მიდის ის პროცესი, რაც აუცილებლად მიიყვანს ამ ორგანიზაციას პოლიტიკურ ლიკვიდაციამდე, რაც არის ძალიან კარგი, რადგან საქართველოში საზოგადოებას შეეძლება, ქართულ ოპოზიციაში მოიყვანოს ნორმალური, ჯანსაღი ძალები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს