ამ გვერდის ამობედვა

"კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებას შეაყოვნებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან.

 

მათთან დაიწყება პროცესი, მაგრამ ისინიც შეყოვნდებიან“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობისთვის სხვა სახელმწიფოებზე მეტად არის მზად, მაგრამ პოლიტიკური დაბრკოლებების გამო კართან ლოდინი უწევს.

 

ცნობისთვის, თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო.

წაკითხვა 305 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2023

სიახლეები