"ხალხის ძალას“ სტატუსის მიღების პროცესში არანაირი როლი არ აქვს"- პაატა მანჯგალაძე
„ხალხის ძალას“ ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირის წარმატება, რომ ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის იდეას, იბრალებს, რომ მათ მოიპოვეს სტატუსი, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ „კანდიდატის სტატუსი მათი დამსახურებაა“.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა.
„უპირველეს ყოვლისა, არანაირი „ხალხის ძალა“ არ არსებობს, ხალხის ძალას ჩვენ ვხედავთ აქ, როდესაც რაიონებში ვხვდებით ადამიანებს და მათ ზუსტად იციან, რომ კანდიდატის სტატუსთან არანაირ კავშირში არ არის „ქართული ოცნება“. კანდიდატის სტატუსი მიიღო ამ ხალხმა, ვისაც ჩვენ ვხვდებით და ვნახავთ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევასრულებთ 9 პირობას და ზუსტად 3-4 თვეში საქართველო დაიწყებს დაჩქარებული წესით მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
„ხალხის ძალას“ ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირის წარმატება, რომ ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის იდეას, იბრალებს, რომ მათ მოიპოვეს სტატუსი. ცნობილი პრინციპია, რომ რის წინააღმდეგაც იბრძვი, ის უნდა დაგაბრალონ.
„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ევროპაში ინტეგრაციას ხელს უშლის, ხოლო ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ საქართველომ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირითა და ევროპით მიიღოს, ვინაიდან ევროკავშირის გარეშე მშვიდობა არ არსებობს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს