"ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ გაჭრილი „კოზირი“ - პაატა მანჯგალაძე
ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ გაჭრილი „კოზირი“, ამას არავინ ჭამს - დასრულებულია „ქართული ოცნება", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების პროგნოზირება ძნელია.
„ქართულმა ოცნებამ" რამდენი ყრილობაც არ უნდა ჩაატაროს და რამდენჯერაც არ უნდა დააბრუნოს უკან ბიძინა ივანიშვილი, ხალხს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ბიძინა ივანიშვილი არის "ქართული ოცნების" გაჭრილი „კოზირი“, ამას არავინ არ ჭამს, დასრულებულია „ქართული ოცნება". ხალხმა ირწმუნა იმის, რომ ევროპა აქვეა და ამ გზაზე მათ ვერავინ შეაჩერებს - ვერც პოლიტსაბჭოს შიგნით ძალების გადანაწილება-გადმონაწილება და ვერც უკვე გაჭრილი „კოზირის“, ბიძინა ივანიშვილის კვლავ დაბრუნების შესაძლებლობა.
რაც შეეხება იმას, დაბრუნდება თუ არა - ამის პროგნოზირება შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში, როცა პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთპარტიული მმართველობის პირობებში ეს არის უფრო ვარსკვლავთმრიცხველობა, რომ გამოთვალო რა ფეხზე გაიღვიძა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ამის პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ის, რომ "ქართულ ოცნებაში" არის კრიზისი, ეს არის ფაქტი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო