"პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია იყოს" - რომან გოცირიძე
პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია იყოს - საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს! - ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძემ“ამბასადორიალის“ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიწვევის გადაწყვეტილებას.
გოცირიძე მომხდარს „დანაშაულსა“ და „უზნეობას“ უწოდებს.
„ფაქტობრივად, ეს არის დანაშაული. მთავრობა პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას უზღუდავს - ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების აკრძალვა, მისი უცხოეთში არგაშვება. საბჭოთა ტერმინი რომ ვიხმაროთ, „გაუსვლელი“ გახდა და უცხოეთში როგორც კერძო პირი, ასე დადის. ასევე სამარცხვინოდ მოიქცნენ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აღნიშნეს, პრეზიდენტი ტრიბუნაზეც არ აუშვეს და საერთო სახალხო ღონისძიება პარტიულ ღონისძიებად აქციეს. ეს არის უზნეობა და დანაშაული - დანაშაულია იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს და ისეთ კონსტიტუციურ ორგანოს აკნინებს, როგორიც პრეზიდენტია, რომელიც იმავდროულად, უმაღლესი მთავარსარდალია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს