"ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ერთ ხმასაც ვერ გააყალბებენ" - გიორგი ვაშაძე
თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, მე ვარ - ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ, შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას და ეს იქნება ცესკოსთვის ტესტი, მოაწერენ ხელს თუ არა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ხელმძღვანელისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე იმყოფება.
მისივე თქმით, ცესკო არალეგიტიმურია, რადგან მას მოვალეობის შემსრულებელი მართავს.
"წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია და მთავარი რა პასუხიც ცესკომ უნდა გასცეს, არის თუ არა მზად მოაწეროს ხელი შემაჯამებელ ოქმს, რითაც შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში. ეს არის მთავარი ტესტი მათთვის და ეს ასე იქნება, რადგან ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება. მთავარი საკითხი, რაც გვაქვს არის ის, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეა უცხოეთში, რომელიც ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და არალეგიტიმური ცესკოა, რადგან მოვალეობის შემსრულებლები მართავენ ცესკოს, ერთი და იგივე კომპანიაა, რომელიც რატომღაც ყველა ქვეყანაში აკეთებს აუდიტს ამ ტექნოლოგიებს. ვპირდები "ქართულ ოცნებას" და ცესკოს, ისეთი ტექნოლოგიები გვაქვს მოფიქრებული, რომ არც ერთი ხმის გაყალბების უფლებას არ მივცემთ, წელი დასრულდება დეოლიგარქიზაციით საქართველოში, რომლის მთავარი მაჩვენებელიც იქნება კოალიციური მმართველობა. თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, თუ სითამამედ არ ჩამითვლით, მე მგონი მე ვიცი. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის წარსული, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ის არის მომავალი და ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ, თუ ვინმე ამას ეცდება. ტესტი იქნება ცესკოსთვის, როცა შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, აწერენ თუ არა ხელს მას, მაგრამ მოუწევთ ხელის მოწერს,"- განაცხადა ვაშაძემ.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი