"პარლამენტში 9 საათზე შეხვედრა ჯერ არ მახსოვს - იმედია, რაიმე საინტერესოს მაინც გვეტყვიან" - იაგო ხვიჩია
პარლამენტში 9 საათზე შეხვედრა ჯერ არ მახსოვს - იმედია, რაიმე საინტერესოს მაინც გვეტყვიან და დილის 7 საათზე ტყუილად არ გამოგვაქციეს, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა რა შეცვალა ივანიშვილის გამოჩენამ და ახლა რაზე წამოვა „ქართული ოცნება".
„სამი წელია ამ შენობაში ვარ და აქ 9 საათზე რამე შეხვედრა ყოფილიყო, ჯერ არ მახსოვს - იმედია, რამე საინტერესოს მაინც გვეტყვიან და ისე არ გამოვა, რომ დილის 7 საათზე პარლამენტში ტყუილად გამოგვაქციეს და არაფერი გვითხრეს, ამიტომ პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ რაიმე სიახლეს გავიგებ და ღირდა აქ მოსვლა. ჩვენ სინამდვილეში ახლაც იგივე შეთავაზებები გვაქვს პოლიტიკურ სპექტრთან. უბრალოდ საინტერესოა, ახლა რაზეა წამომსვლელი "ქართული ოცნება", რაიმე თუ შეცვალა ივანიშვილის დაბრუნებამ თუ ზუსტად ისევე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც წინა შემთხვევაში იყო და შემდეგ მაინც და მაინც წარმატებულად არ ჩაგვითვალეს იმ 12 პუნქტის შესრულება,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე