"რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია "- კახა კალაძე
რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს, აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია, - ამის შესახებ თბილისის მერმა,კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, „კოლექტიური „ნაცებისთვის“ სამწუხარო ინფორმაციაა ის გადაწყვეტილებები, რაც მიღებულია“.
„რა თქმა უნდა, როგორცი,ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს, აქვს სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, კოლექტიური „ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები რაც მიღებულია. 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, კალაძემ აღნიშნა, რომ „ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება“.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად რომელ თანამდებობაზეა. სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, ბიზნესი, იყო რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ”, - განაცხადა თბილისის მერმა.
გარდა ამისა,კახა კალაძემ, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერის მოადგილეები სავარაუდო კორუფციის გამო სუს-ში უნდა დაიბარონ, უარყო.
“არ დაიღალეთ ამდენი სისულელით? პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასეთ ტყუილებს და სისულელეებს ავრცელებთ”,-განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე