"სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია, „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ მოგვევლინა"
მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახლა კონსტრუქციული ოპოზიციის როლი მოირგეს, ვინაიდან ახლო მომავალში კვლევა აქვთ ჩასატარებელი.
„პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი და მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად და უფრო ცუდად, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც კი ლაპარაკობდნენ. ახლა მათ კონსტრუქციულის როლი მოირგეს, ერთ თვეში კვლევა აქვთ ჩასატარებელი. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე „ნაცები“ არიან. „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა. დაახლოებით იმ როლშია, რა როლიც დაავალეს „ლელოს“ და გახარიას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები არ მიდიან.
„გიორგი გახარიას ყველა მესიჯი ერთი ქუდის ქვეშ იქნება – გახარიას მიმართ დავალებაა, რომ რადიკალური პოზიციებით „ქართულ ოცნებას“ წაართვას ხმა და შეამციროს მმართველი პარტიის რეიტინგი, სამი პროცენტი მოაკლოს. მისი გუნდის წევრები მომავალში რაიმეს თუ იტყვიან, გამორიცხეთ, ამ მიზანს ასცდეს. ამბობენ, სააკაშვილი რატომ გიზით ასეთ კომფორტულ პირობებშიო. ანუ, სააკაშვილზე ჩვენზე უფრო გაბრაზებული არიან? რატომ ცდილობთ მათთან კოჰაბიტაციასო და თავად ოთხ საკრებულოში კოალიცია შექმნეს. მათი ყველა მესიჯის მთავარი მიზანი იქნება, ჩვენზე ვითომ განაწყენებული ადამიანების ჯგუფი მიიმხრონ და უთხრან, ესენი იმ მიზნებს ასცდნენ, რასაც ჭეშმარიტი „ქართული ოცნება“ ისახავდა და აგერ ვართ უფრო რადიკალურებიო. ეს დავალება აქვთ, ამ როლს ასრულებენ და ზურაბიშვილსაც ამ როლიდან გამომდინარე არ ხვდებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი