" ალბათ, პრეზიდენტსაც ესმის, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობისა და დიდი დაპირისპირების პროვოცირებას ნიშნავს" - ირაკლი ქადაგიშვილი
ალბათ, პრეზიდენტსაც ესმის, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის და დიდი დაპირისპირების პროვოცირებას ნიშნავს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილიმ .
მისი თქმით, ის ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ეს არის ძალიან დიდი მორალური პასუხისმგებლობა და იმედოვნებს, რომ იგი ერთგული დარჩება მისი სიტყვების - „არა და არასდროს“.
„ეს პასუხისმგებლობა მიდის იქამდე, რომ ათობით, ასობით და ათასობით ადამიანი ხდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი. შეწყალება არ არის მხოლოდ სამართლებრივი აქტი, ეს მართლაც დიდი მორალური პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე მძიმე ქმედებების ფონზე. რაც სააკაშვილმა გააკეთა და აგრძელებს დღესაც, როცა მძიმე ბრალდებებით აზიანებს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ერთ საკითხში მაინც დარჩეს თავისი სიტყვის ერთგული. ვფიქრობ, ალბათ, პრეზიდენტსაც ესმის, რომ მისი შეწყალება ნიშნავს. მინიმუმ დიდი არეულობის და დიდი დაპირისპირების პროვოცირება, თუ ვინმე ამას გეგმავს საქართველოში, იცოდეს, რომ ეს იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა ქადაგიშვილი.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი