"ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, „ქართული ოცნების“ ბრალია" - ალეკო ელისაშვილი
ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, ახლა ეს ყველაფერი [„ქართულ ოცნებას“] პროპაგანდისთვის სჭირდებათ - „არიქა, ადეიშვილი იქ არისო“.
„ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, რადგან 12 წელია რას აკეთებენ? არ იცოდნენ, კეზერაშვილო და ადეიშვილი სად იყვნენ? მათი დაპატიმრება და ექსტრადირება კატეგორიულად რატომ არ მოითხოვეს? კეზერაშვილი რომ დააკავეს, მთავარმა პროკურატურამ მტკიცებულებები რატომ არ წარადგინა მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო? - ეს იყო პოლიტიკური გარიგება და კეზერაშვილსაც თავი დაანებეს და ადეიშვილსაც. ახლა ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდებათ - არიქა, ადეიშვილი იქ არისო. თუ სახელმწიფო ხარ, პროკურატურა გაქვს, დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი”, - განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"