" ოპოზიციამ ოღონდ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომა რაღაცით „გაიპრავოს“ და ახლა ვითომ ფასებით შეწუხდნენ, სიღრმისეულ და ლოგიკურ ბრძოლაში ვერაფერს ახერხებენ "- მამუკა მდინარაძე
რაც ნეგატიურად ვერ გაპიარდება, იქ ოპოზიციას ინტერესი არ აქვს, სიღრმისეულ და ლოგიკურ ბრძოლაში ვერაფერს ახერხებენ, პოპულისტურ, ტრაფარეტულ განცხადებებს აკეთებენ, ოღონდ, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომა რაღაცით „გაიპრავონ“ და ვითომ ახლა ფასებით შეწუხდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სინამდვილეში, როცა წინა წლებში, პანდემიის დროს, ფასები იზრდებოდა და ინფლაცია იყო მაღალი, მაშინ ეს არ ახსოვდათ.
„მაშინ, მათთვის მნიშვნელოვანი სიტყვა-რუსულის პოპულარიზაცია იყო, ახლა ფასებმა შეაწუხათ, როცა შედარებით დასტაბილურდა. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ინფლაცია გვაქვს დღეს. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ყველაზე დაბალი იყო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ახლა გააქტიურეს თემა. ხალხის გაჭირვება არ აინტერესებთ, უნდათ, გადაფარონ ლგბტ პროპაგანდა, რაც ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ფასები მომატებული რომ არის, ახლა გაიგეს? მათ საგნობრივ დისკუსიაში შესვლა უჭირთ, პოპულიზმით არიან დაკავებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს