"მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“ - იაგო ხვიჩია
მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხვიჩიას განმარტებით, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიამ, ფასების ზრდასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ „დაანარცხა“.
„მე არ ვიცი რამდენი დაუჯდათ „ქოცებს“ ლგბტ კამპანია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცების“ ამ კამპანიამ [ფასების ზრდასთან დაკავშირებით] დაანარცხა ქოცები. მგონი უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ სახე გააძრო ქოცებს. ახლა ველოდები, რომ 1 მილიონი ჩადონ „ქოცებმა“ ლგბტ კამპანიაში.
მე მაქვს იდეა, რომ როზნერი და როშე ვაჩხუბოთ და ქართველი ხალხი დავისვენებდით. ამით შევარბილებდით ჩვენ პოლიტიკურ პოლარიზაციას და თან გავერთობოდით ჩვენი „პიარშიკების” ჩხუბით”, - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე თუ რატომ გაიწელა ამ დრომდე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივა, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” სავარაუდოდ, მსგავსი პროპაგანდის “მსხვერპლს” თავის რიგებში ეძებდა.
„ეტყობა საკუთარ გუნდებში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლს ეძებდნენ. რომ ეთქვათ: „ეს ადამიანი გახდა ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი და თავის თავს ცუდი რამ მოუწია”. მაგრამ, როგორც ჩანს მსხვერპლობა არავის მოუნდა”, - აღნიშნა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს