პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ბიულეტენები პრეზიდენტისა და დიასპორის შეხვედრაზე დასმული კითხვების საპასუხოდ მომზადდა.
უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის გაიარონ. პირველი ეტაპი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას გულისხმობს, რის შემდეგაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 50 მოქალაქე ხელს აწერს უბნის გახსნის მოთხოვნის განცხადებას, საბოლოოდ კი, უბნის მოთხოვნის განცხადების დედანი საკონსულოში იგზავნება.
რაც შეეხება მეორე ბიულეტენს, ის უშუალოდ ხმის მიცემის პროცესზე იძლევა ინფორმაციას. მასში ნათქვამია, რომ ხმის მიცემის პირველი ეტაპი დარეგისტრირებაა, შემდეგ არის ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის შემოწმება, ბოლოს კი, 2024 წლის 26 ოქტომბერს უშუალოდ საარჩევნო უბანზე მისვლა და ფიზიკურად ხმის მიცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრები გამართა. გუშინ კი სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს შეხვდა. ის ორბელიანების სასახლეში მიწვეულ სტუმრებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორისთვის 2024 წლის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი