"ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით თუ დაზარალებული არ არსებობს და ეს არავის აწუხებს, მაშინ რა შუაშია ცვლილებები, ჩვენ ამ პრობლემას ვერ ვხედავთ"- იაგო ხვიჩია
ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით თუ არცერთი დაზარალებული არ არსებობს და ეს არავის აწუხებს, მაშინ რა შუაშია ცვლილებები? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, აღნიშნული საკითხი „გირჩის“ არცერთ წევრს და მხარდამჭერს არ აწუხებს.
„ჩვენ ამ პრობლემას ვერ ვხედავთ. ჩვენს არცერთ წევრს და მხარდამჭერს არ აწუხებს პრობლემა, რომ შემთხვევით ვიღაცამ ცუდ გზაზე არ დააყენოს. როგორც გავარკვიეთ, არცერთ ჩვენგანს „გაპიდარასტების“ საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ახლა ველოდებით „ქართული ოცნებიდან“ ადამიანს, რომელიც დაზარალდა ახალგაზრდობაში, არასრულწლოვნობის პერიოდში ლგბტ პროპაგანდით და მოგვიყვება საკუთარ მაგალითს, როგორ ჩაიდინა ეს უმძიმესი ცოდვა პროპაგანდის გამო. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, სერიოზულად განვიხილოთ ეს კანონი თუ ნაკლებად სერიოზულად. თუ არცერთი დაზარალებული, არცერთი დაინტერესებული პირი არ ჰყავს და ეს არავის აწუხებს, მაშინ რა შუაშია ცვლილებები? მართლა ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ თავისი რიგებიდან ლგბტ პროპაგანდით დაზარალებულ ადამიანს წარმოადგენს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ კვირას ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილები მოამზადა.
სიახლეები
- “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას” - შალვა პაპუაშვილი
- “დღეს უკლებლივ ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან” - შალვა პაპუაშვილი
- “20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი, რაც დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს” - შალვა პაპუაშვილი
- “მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, ვინ ქნება „ლელოსა“ და გახარიას მერობის კანდიდატი - როცა რუს ოლიგარქს მიჰყვები თამაშში, რომელიც დაგაზიანებს, ან გარიგებული ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ამ ორიდან რომელი არიან, დრო გამოაჩენს” - ანა წითლიძე
- “ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა” - შალვა პაპუაშვილი