"ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ლგბტ პროპაგანდის წახალისება მიუღებელია და ამის პრევენციას ვახდენთ" - ანრი ოხანაშვილი
ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ლგბტ პროპაგანდის წახალისება მიუღებელია, – ამის შესახებ ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ოხანაშვილს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებზე დაუსვეს კითხვა.
ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, ნებისმიერი პირის უფლება უნდა იყოს დაცული.
„აღმაშფოთებელია იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს ბაღისა და სკოლის ასაკიდან უნდა ვუთხრათ, რომ სრულებით არაფერს ნიშნავს, თუ ბიჭად ან გოგოდ დაიბადნენ, იმაზე იფიქრონ, რომ შეიძლება, სხვანაირები იყვნენ და ეს ნორმალურია. ამის პროპაგანდირებაში სერიოზული თანხა იხარჯება და შემოდის გრანტები. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის ასეთი პროპაგანდის წახალისება მიუღებელია. ჩვენ ამის პრევენციას ვახდენთ. რაც შეეხება განსხვავებული ცხოვრების წესს, ეს ნებისმიერი პირის არჩევანია. ვინმეს განსხვავებული ცხოვრების შეფასება ჩვენი ინტერესი არ არის, მით უფრო, ვინმეს განსხვავებული ცხოვრების სტიგმატიზება. განსხვავებული ცხოვრების მქონე პირთა უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სხვა ნებისმიერი პირის. დისკრიმინაცია დაუშვებელია, დაცული იქნება მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები. განსხავებული ცხოვრების წესის პროპაგანდა კი ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სიახლეები
- “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას” - შალვა პაპუაშვილი
- “დღეს უკლებლივ ყველა ორგანიზაცია და ყველა ადამიანი საქართველოში, ვინც ავრცელებს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას, არ აღიარებს დემოკრატიას, დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან” - შალვა პაპუაშვილი
- “20 ივნისს პარლამენტზე იყო ძალადობრივი შტურმი, რაც დღემდე არ დაუგმიათ ევროპელებს” - შალვა პაპუაშვილი
- “მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, ვინ ქნება „ლელოსა“ და გახარიას მერობის კანდიდატი - როცა რუს ოლიგარქს მიჰყვები თამაშში, რომელიც დაგაზიანებს, ან გარიგებული ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ამ ორიდან რომელი არიან, დრო გამოაჩენს” - ანა წითლიძე
- “ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა - პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღეს ყველაზე დიდი ინოვაციაა” - შალვა პაპუაშვილი