"ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა, ვერ მიხვდა, მისი არჩევანი გასაგებია" - გიორგი გახარია კახა კალაძეზე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
„ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია.
ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო „ნაცებად“ და „ქოცებად“.
ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ.
კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, როინ ქოჩორაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელია.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
- “როგორ არის ფრანგულად ქაჯუნ? სე ლა ვი!” - გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილს
- ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
- დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი