"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება - შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება"
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება. შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, აქვს თუ არა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების პოტენციალი.
კახა კალაძის განმარტებით, ოპოზიციის ერთადერთი საზრუნავი ბარიერის გადალახვა იქნება. თბილისის მერის თქმით, ძალიან დიდია ზეწოლა და შემოტევები, რომ ხელისუფლებამ რაღაცები არასწორად გააკეთოს.
„მათი ერთადერთი საზრუნავი იქნება, როგორმე მოახერხონ ბარიერის გადალახვა. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვინც ქვეყანაში იცავს მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს. ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში. ურთულესი სიტუაციაა და უმძიმეს რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ძალიან ფრთხილად გვიწევს ნაბიჯების გადადგმა, რომ პირველ რიგში, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდია ზეწოლა და შემოტევები, რომ რაღაცები არასწორად გაკეთდეს. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი სანქციებთან მიერთებით, „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით, დღეს რა მდგომარეობა გვექნებოდა ქვეყანაში, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი