"მამული, ენა, სარწმუნოება - არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა" - მიხეილ სარჯველაძე
მამული, ენა, სარწმუნოება - არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საქართველო კვლავ ქართული სახელმწიფოა და მაშასადამე ევროპული სახელმწიფოცაა.
„ქართველურია ზუსტად იმიტომ, რომ ერთგულია ეს ქვეყანა ილიას მემკვიდრეობის, რომელიც უცვლელი დიდებული ტრიადისგან შედგება-მამული, ენა, სარწმუნოება. არავის აქვს საკითხის სხვაგვარად დაყენების უფლება, უფლება, რომ ამ ტრიადას ერთი გამოაკლოს. ეს არის მთავარი სათქმელი.
ვისაც როგორ უნდა ისე იფიქროს, მაგრამ საქართველოში კვლავაც ასე ფიქრობენ-მამული, ენა, სარწმუნოება -არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა. არსებობენ სამწუხაროდ საქართველოში ორგანიზაციები, ვინც სწორედ ამაზე მუშაობენ, რომ ეს ტრიადა არ დარჩეს ტრიადად და ენის და მამულის დუეტად დარჩეს. ესე არ გამოვა, ეს ხალხი ვინც ამაზე მუშაობს შეიძლება მათ ჩრდილში დარჩენა ერჩივნოთ, იმიტომ რომ იციან ეს რას გამოიწვევს. ასეთი ორგანიზაციები ვინც თვლიან, რომ სარწმუნოება უნდა ამოვარდეს, უნდა გადაიხედოს ქართველობა რას ნიშნავს, ჩვენი ეროვნული ღირებულებების სისტემა-მათ ურჩევნიათ დარჩნენ ჩრდილში და მზეზე გამოსვლა არ უნდათ.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სანათადო ინფორმაცია, არის რომელიმე ორგანიზაციის მუშაობა წმინდად ქართული თუ შეიძლება ამაზე გავლენას ახდენდეს ის უცხოური დაფინანსება, რომლითაც შეიძლება იკვებებოდეს ესა თუ ის ორგანიზაცია.
არავის გამოუვა იმაზე აპელირება, რომ ბევრი კარგი საქმე კეთდება უცხოური დაფინანსებით, მაგრამ არის ერთი ნაწილი რომელიც არცთუ სასიკეთოა. ვისაც ჩრდილიდან გამოსვლა არ უნდა, ვისაც ეთაკილება სარწმუნოების თქმა ენასთან და მამულთან ერთად, იმ ხალხის აღვირახსნილი მცდელობაა, რომ დაუმსახურებელი იარლიყი მიაკრან ამ ინიციატივას, რომელიც ამ კანონს უკავშირდება და შემდეგ ვერ თქვან ვერცერთი არგუმენტი-თუნდაც მცდარი არგუმენტი, თუ რატომ არის ეს რუსული.
ამ კანონს საერთო არაფერი აქვს რუსულ კანონთან, მაგრამ ბევრი რამე აქვს საერთო ევროკავშირის დირექტივასთან, ფრანგულთან.
საზოგადოების ეს ნაწილი ფიქრობს, რომ მთელი საზოგადოების სახელითაა უფლებამოსილი ილაპარაკოს, რომ საქართველოში არ მიაჩნიათ ღირებულად ტრიადა. მთელი მსოფლიო ნახავს რომ საზოგადოებაში ერთგულნი არიან ამ ტრიადისა. მთავარია ქართველის დამოკიდებულება საკუთარი იდენტობის მიმართ, საქართველო ნიშნავს იმას რაც თქვა ილია ჭავჭავაძემ და ამისი ერთგულია ქართველი. თუ ეს ჩვენ არ გვექნა - ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ყველაძე მეტად ღირებული საკუთარი ეროვნული ღირსების შეგრძნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"