პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, განიხილა
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად მონიშნული „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით, განხილვა დაიწყო. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.
მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ არ არის რედაქციული შენიშვნები და ამიტომ განხილვა რამდენიმე წამში დაასრულა.
„ხომ გაცადეთ რამდენიმე წამი და ვერაფერი თქვით“, - მიმართა ოპოზიციას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, პარლამენტი მას ათი დღის ვადაში პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.
კონსტიტუციით დადგენილი არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს