"აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია - ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია" - ზურაბ ჯაფარიძე
აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ბევრი საათი, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია. ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, გამარჯვების ერთადერთი გზა ერთობაა.
„ეს არის ცივილიზაციური ბრძოლა, აი, ისეთი, წიგნებში რომ წაგიკითხავთ, სადაც არამხოლოდ ჩვენი და ჩვენი შვილების ბედი წყდება, არამედ რაღაც თვალსაზრისით, სამყაროს ამ ნაწილის ბედი წყდება. ეს არ არის მარტო ჩვენი ამბავი, ამის გააზრებით აქ გამოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ბევრი საათი, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია. ამ იდიოტებს, არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია, რადგან არ არსებობს ცხოვრებაში უფრო დიადი და უფრო ღირსეული მიზანი, ვიდრე თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლას სჭირდება ერთობა, ერთობა ერთადერთი გზაა გამარჯვების“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს