"სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით - ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით, 30%" - პრემიერი
დახურულ შეხვედრაზეც რთულია ამ თემაზე [„გლობალური ომის პარტიაზე“] საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და სახიფათო საკითხს - ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ესაუბრა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს „გლობალური ომის პარტიის“ საკითხზე.
როგორც კობახიძემ თქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ო’ბრაიენთან ფართოდ გაშლილი მინიშნებები ჰქონდა“.
„ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ. თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით, 20%-ს, ბატონ ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენსა ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით, 30%. დახურულ შეხვედრებზეც რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები გვქონდა. ო’ბრაიენთან გვქონდა ფართოდ გაშლილი მინიშნებები, დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ო’ბრაიენს გაუზიარა საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი წუხილი და განსაკუთრებით ისაუბრეს „ნეგატიურ პროცესებში გაუმჭვირვალების როლზე“.
„ყველა თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. იყო ძალიან გულწრფელი, გახსნილი საუბარი, 2.5 საათი. აბსოლუტურად ყველა წუხილი გავუზიარე იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში განვითარდა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. განსაკუთრებულად შევეხეთ გაუმჭვირვალების როლს ამ ნეგატიურ პროცესებში, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის განმავლობაში. გამოვთქვი იმედი, რომ თვისებრივად შეიცვლება ეს ყველაფერი მომავალში. ყველაფერი არსებითად დამოკიდებულია სწორედ ჩვენს პარტნიორებზე, ჩვენზე - ნაკლებად. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ. ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლიერდება ურთიერთობები ორ მხარეს შორის, იქნება ეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატები, თუ საქართველო-ევროკავშირი. მთავარია მივიღოთ ღირსეული, სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- “თუ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვგრძნობთ ღვთის მაცხოვნებელ ძალას, სწორედ იმის ბრალია, რომ გვაკლია ასეთი რწმენა, რომ ჩვენში ძალიან ცოტაა ასეთი სარწმუნოება” – მეუფე შიო
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი