" ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი: ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით" - ანა ნაცვლიშვილი
ეს გზავნილი პირველ რიგში, არის ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და იქნება ყველა დემოკრატიული საზოგადოების მეგობარი და მხარდამჭერი, - ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ამერიკის გზავნილების შემდეგ ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი, რომ ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით.
„ეს გზავნილი პირველ რიგში, არის ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკა მათ არ მიატოვებს და იქნება ყველა დემოკრატიული საზოგადოების მეგობარი და მხარდამჭერი. რაც შეეხება ხელისუფლებისთვის გზავნილს, ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი: ან სანქცირებულმა დატოვოს ხელისუფლება, ან მოეგოს გონს და სანქციების გარეშე დატოვოს არჩევნების გზით. ისინი ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებენ მას შემდეგ, რაც გადადგეს მკაფიო ნაბიჯები ქართველი საზოგადოების ნების წინააღმდეგ, დაარღვიეს ქვეყნის კონსტიტუცია და მიიტანეს თავდასხმა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ პერსპექტივაზე. ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას ესაუბრება რეზინის ტყვიების, მუქარის და შანტაჟის ენით, მოკლებულია ლეგიტიმაციას“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.
სიახლეები
- ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია
- ”ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ, მიმართონ პრეზიდენტს და მიიღონ შეწყალება” – მაია ბითაძე
- სოკოს სალათი
- “ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო” – ანა ნაცვლიშვილი
- 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი