"თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება, რომ მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას" - ანა ნაცვლიშვილი
თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება და მოლაპარაკების პროცესს ბლოკავს! – ეს იმას ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ბლოკავს აშშ-სთან ურთიერთობის სრულიად სხვა ეტაპზე გადაყვანას, მათ შორის აშშ-სთან უვიზო რეჟიმს, თავდაცვის სფეროში დახმარებას და უპრეცედენტო პაკეტს თავდაცვის სფეროში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ დასკვნაში ცალსახად განმარტა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი კანონის ადგილი არ არის.
„მინდა ყურადღება დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერზე გავამახვილო, რომელიც ამბობს, რომ მანამ სანამ დასკვნა საჯარო გახდებოდა, პირველად "ოცნებას" გაეგზავნა. ხელისუფლებას სთხოვეს, რომ კომენტარები გაეკეთებინა. მთელი ის ბრიფინგი და პროპაგანდა, რომელსაც "ოცნება" დასკვნასთან დაკავშირებით ავრცელებს, არის სიყალბე და გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები მოატყუოს.
თუ მათ რაიმე არგუმენტები ჰქონდათ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად, რატომ არ და ვერ მიაწოდეს ვენეციის კომისიას მანამ, სანამ დასკვნა გამოქვეყნდებოდა? რატომ ვერ დაიცვეს პოზიცია და რატომ არის ეს დასკვნა ასეთი უმკაცრესი? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის პირობებში არანაირი მოლაპარაკებები საქართველოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან არ დაიწყება
ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის - ამისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე