ამ გვერდის ამობედვა

სასაზღვრო პოლიციას გადაეცა 2022 წელს შეძენილი მეორე ვერტმფრენი

გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას გადასცეს მეორე H 145 ტიპის ვერტმფრენი. როგორც შსს აცხადებს, ის აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ამავე ცნობით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

ქართულმა ეკიპაჟმა გადამზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის​ სასწავლო აკადემიაში, გაიარა. სწორედ ამ ეკიპაჟმა უზრუნველყო H 145 ვერტმფრენის გერმანიიდან საქართველოში გადმოფრენა.

 

ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H 145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. ქართული მხარისთვის მესამე ბორტის გადმოცემა 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

 

სამი ვერტმფრენიდან ერთი 17 თვეში უნდა ჩამოსულიყო, მეორე - 19 თვეში, მესამე - 20 თვეში.

 

ახალი შვეულმფრენების შეძენა სახელმწიფოს 26 500 000 ევრო დაუჯდა. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო Airbus Helicopters-ს 5 500 000 ევროს სანაცვლოდ გადასცემს AS332 L1e S/N 2833-ს („სუპერ პუმას“), რომელიც წლების განმავლობაში გამოუყენებელია.

წაკითხვა 177 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2024