"ჩერჩილმა ირონიულად თქვა: "ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას" - ბევრი უთმინეს, ბევრი სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს"- სალომე სამადაშვილი
როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე - ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას , - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.
"ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს.
თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, შეზღუდვები ასევე გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზე.
ასევე ბლინკენის განცხადების თანახმად, აშშ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე