" სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის - საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება, ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს " -კახა კალაძე
სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის - საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება - ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში რუსულ ინტერესს ატარებდა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა „რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და ვისი უგუნური პოლიტიკის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიები“.
„სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ არ მოქმედებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებით და არ დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ ის ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის. შესაბამისად, ხალხი ყველას გასცემს შესაბამის პასუხს.
საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. რუსულ ინტერესს ვინც ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ზუსტად წარმოდგენილია რადიკალური ოპოზიციის სახით. დღეს სხვადასხვა პარტია აქვთ შექმნილი და სხვადასხვა სახელი დაირქვეს. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. რუსეთი არის ოკუპანტი.
რა მოხდა შემდეგ ხომ? ბოდიში და „გააპრავეს“ ეს ყველაფერი იმ ხელმოწერებით, რომელიც გაკეთდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. ეს არის რუსული ინტერესი და ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს“,- აღნიშნა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე