" ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად, არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია - შუა ბრძოლაში ვართ და არც მოდუნების დროა "- ნიკა მელია
ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ“.
„აქამდე ივანიშვილს კომფორტის ზონაში რამდენიმე ფაქტორი ამყოფებდა: ხალხი ქუჩაში არ გამოდის; ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესები არ აღელვებს; დასავლეთი ჰაეროვანი აღშფოთებით შემოიფარგლება; ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ამ სამ ფაქტორს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეწეოდა ამ ყველაფრის სტიგმატიზაციასაც. ამ ყველაფრის ძვალ-რბილში გაჯდომით, ივანიშვილი ხალხს თავზე გვაცვამდა უიმედობის ყულფს და საარჩევნოდ ფეხქვეშაც გამოგვკრავდა ხოლმე, მაგრამ რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ. პროტესტმა მოიპოვა უნიკალური მხარდაჭერა დასავლელისგან. სიტყვა საქმემ შეცვალა, სიტყვიერი აღშფოთება - მოქმედებამ.
ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა...
გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა - საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა. ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად არც მოდუნების დროა. მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით - მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს“,- წერს ნიკა მელია.
სიახლეები
- ,,არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომ ტრამპს უღირდეს, სენატს ან წარმომადგენელთა პალატას დაუპირისპირდეს"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,უკრაინა მზად არის დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ აქვს პირობა"- ანდრეი ერმაკი
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- კახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა
- ,,ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო"- ნანა ქადაგიშვილი