გიორგი გახარიას პარტია ხელს არ აწერს „ქართულ ქარტიას“
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხელს არ აწერს პრეზიდენტის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, იღებენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია.
„რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს“, - წერია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა „გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად“.
„პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად“, - აცხადებენ პარტიაში.
კიდევ ერთი პარტია, რომელიც უარს ამბობს ამ ქარტიაზე ხელმოწერით შეერთებაზე, პარტია „გირჩია“. პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ქარტიის იდეას მხარს უჭერენ.
სიახლეები
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი
- "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელი რუსული კომპანიის დაკვეთით აწარმოეს
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე