" ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას "- მიხეილ სააკაშვილი
უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ - ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რასაც მისივე შეფასებით, ალტერნატივა არ აქვს.
„მინდა ვთქვა, რომ უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის "ქართულ ქარტიას". ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს {კოორდინაცია} მათ შორის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს.
მინდა, ისევ ერთიანობაზე ვთქვა, მინდა, მოვუწოდო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანი გადანაწილება არ გამოვა, ამომრჩევლის წარმომადგენელი უნდა იყოს. რაც დაჯდება რეიტინგი, წინასწარ ნახევარი კვოტები გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ, ამ ვითარებაში ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
სიახლეები
- ,,არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომ ტრამპს უღირდეს, სენატს ან წარმომადგენელთა პალატას დაუპირისპირდეს"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,უკრაინა მზად არის დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ აქვს პირობა"- ანდრეი ერმაკი
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- კახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა
- ,,ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი კვირის დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო"- ნანა ქადაგიშვილი