„ნაციონალები“ ბიუჯეტს ხარჯავდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის, დღეს 582 ოჯახს გადაეცა ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, ესაა განსხვავება წინა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის" - ირაკლი კობახიძე
დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 582 ოჯახისთვის, რომელთაც დღემდე უწევდათ რთულ პირობებში ცხოვრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პრობლემა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, რომელიც ეტაპობრივად გვარდება.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 582 ოჯახისთვის, რომელთაც, დღემდე, უწევდათ რთულ პირობებში ცხოვრება. დღეს, 582 ოჯახს გადაეცა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. რაც შეეხება კრიტერიუმებს, 12 ძირითადი კრიტერიუმი განისაზღვრა, მათ შორის, ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და სწორედ, ამ კრიტერიუმების მიხედვით გადაეცემა 582 ოჯახს აშენებული ბინები. თქვენ იცით, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ეტაპობრივად გვარდება, 582 ოჯახი ახლა იღებს ბინას.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს მაჩვენებელი 435 000-მდე ჩამოგვეყვანა, თუმცა 2012 წელს, სიღარიბის მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი და სწორედ, ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის პრობლემა, რომელიც მემკვიდრეობად დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ. ჩვენი მემკვიდრეობა არის 582 ბინა, რომელიც საკუთარი ხარჯით ააშენა სახელმწიფომ, რათა დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეებს. ეს ბიუჯეტი ადრეც არსებობდა, თუმცა მას „ნაციონალები“ ხარჯავდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ესაა განსხვავება წინა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე