„მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“ - წილოსანი აშშ-ის სანქციებზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
წილოსანი სანქციების პასუხად აცხადებს, რომ ეამაყება, რომ ქვეყანას ემსახურება.
„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო, ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა. მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“ - დაწერა ნინო წილოსანმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები, სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წევრებს და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე