" გაგვცენ პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! " -მამუკა მდინარაძე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭვირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ. როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი მოქმედებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პირველი პირები, კიდევ ერთხელ, გამჭვირვალობის კანონის გამო გვაკრიტიკებენ.
ვინმემ, ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!
ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცილებით მკაცრი კანონი, წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან მოქმედებს. ერთი კვირაც არ არის გასული, რაც საფრანგეთმა მიიღო იგივე სფეროს რეგულირების, ასევე გაცილებით მკაცრი კანონი!“- წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს