" ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს - ის ფაქტი, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის სანქცია, რაც „ოცნებამ“ ქვეყანას გამოუწერა " - პეტრე ცისკარიშვილი
ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს - ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ოცნებამ“ქვეყანას გამოუწერა, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ის შიში, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არის გაცილებით დიდი, ვიდრე ის დისკომფორტი, რომელიც მათ შეიძლება ინდივიდუალური სანქციებისგან მიიღონ და შეექმნათ“.
„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვინ როგორ დასანქცირდება და ვის მოგზაურობა შეეზღუდება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადარჩეს. ამათ ხელში ქვეყანა იქნება საბოლოო ჯამში, სანქცირებული და ის ფაქტი, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავალთ ევროინტეგრაციის და მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუწერა ჩვენს ქვეყანას. კარს მოგვადგა არჩევნები, რეჟიმი უნდა შევცვალოთ, გავუშვათ სახლებში და შემდგომ უკვე დემოკრატიული, კოალიციური, ახალი პროდასავლური მთავრობა დაჩქარებული წესით დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე