„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ, კანონი როცა მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო " - ირაკლი ქადაგიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
ქადაგიშვილის თქმით, კანონის მიღება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, რადგან კანონი როცა მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. პრეზიდენტი ოპოზიციაშია გადასული. როგორც ისინი არ იღებენ არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევეა პრეზიდენტიც, თუმცა მას დამატებითი ბერკეტი აქვს, რომ არმონაწილეობა ვეტოთი გამოხატოს და ამას აკეთებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.
სიახლეები
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
- ,,თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება"- მიხეილ სარჯველაძე
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე