" როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“ - იაგო ხვიჩია
როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ის ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“ - ბუნებაში არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც სრულდება ან შესრულდება! - ამის შესახებ დღეს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
"სამაგიეროდ, არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს უმოწყალოდ "ეკაიფება", - აღნიშნა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.
"ქვეყნის მართვას ძალადობა არ სჭირდება!
ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ ადამიანების გასალახად ბრძანებებს ხელისუფლება გასცემს - ვიღაცაზე იტყვიან გასალახიაო, შემდეგ ვიღაც მივა, ადამიანებს გალახავს და საგამოძიებო უწყებები ამაზე თვალს ხუჭავენ", - დასძინა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე
- კამჩატკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს