" ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ ტარება პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა " - იაგო ხვიჩია
ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა, - ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ასეთი ტიპის დისკუსიები ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად მათ ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი და ზოგჯერ არასამთავრობო სექტორიც.
„ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა. ისევე, როგორც სპორტული პროცესის დაზიანების მცდელობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დისკუსიები ამ ქვეყანაში ნაცვლად სერიოზულ თემებზე საუბრისა, ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი, ხან სხვა პარტია ან არასამთავრობო სექტორი. ყველაფერი ეს თავისი შინაარსით არის არა პოლიტიკურად თემის სხვაგან გადატანა, არამედ პოლიტიკის მკვლელობა და სპორტში ვითომ პოლიტიკის ჩანასახის შეტანა. მაგრამ არც სპორტის პოლიტიკა გამოდის და არც ჩვეულებრივი პოლიტიკის გაფუჭება. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესისა და სპორტის გაფუჭება ქართველი ხალხისთვის”, - განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს